აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი - ტიტე აროშიძე, ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე - რამაზ ჯინჭარაძე, ნანეიშვილის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.
200 აღსაზრდელზე გათვლილი, ორსართულიანი, კეთილმოწყობილი, ადაპტირებული შენობის ეზოში სპორტული მოედანი და ატრაქციონები განთავსდება, დაიგება მწვანე საფარი, დამონტაჟდება განათების სისტემა, მოეწყობა საპარკო ინფრასტრუქტურა.
ტიტე აროშიძის განცხადებით, ახალ ობიექტზე, ამ ეტაპზე, პირველი სართულის სვეტების ჩამოსხმა მიმდინარეობს. ამასთან, წელს, ბათუმში დაგეგმილია 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ერთის რეაბილიტაცია.