„ჩვენი მიზანია, ყველა პატარას შევუქმნათ სკოლამდელი აღზრდისთვის საჭირო პირობები, ავაშენოთ მეტი ახალი საბავშვო ბაღი, ვინაიდან, ეს, მათთვის მყარი საფუძველია განათლების შემდგომ საფეხურზე გადასასვლელად“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ტიტე აროშიძემ, მუსხელიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით.
სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულების პროექტის ღირებულება 5 მილიონ 500 ათასი ლარია. თანამედროვე სტანდარტების ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და სპორტული მოედანი.
ტიტე აროშიძის განცხადებით, ამჟამად დაწყებულია და მიმდინარეობს წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი მუსხელიშვილის ქუჩისა და ჩიხების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე და განათების სისტემები, ტროტუარები, ბორდიური. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
საკანონმდებლო ორგანოს წევრი, სამშენებლო ობიექტებზე, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან, პარლამენტარ - რესან კონცელიძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.