ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ყვავილებით შეამკო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი.
შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.