აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამავე კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა, 2023 წლის საგაზაფხულო სესიიდან 2024 წლის საგაზაფხულო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში და თემატურ მოკვლევაზე - ,,მოსწავლეთა მასობრივ სპორტში ჩართულობის შესახებ მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესწავლა“ მომზადებული დასკვნა მოისმინეს.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ წარმოადგინა. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.