15 თებერვალი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის - „ნარჩენების მართვის სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები“, შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

    ღონისძიებაზე, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა გახსნეს,  პროგრამის პარტნიორი ბრენდული სასტუმროების (Hilton და Sheraton) მიერ, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში, ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისა და განხორციელების შედეგებზე ისაუბრეს. აქვე, წარმატებული ისტორიების გაზიარების, არსებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების განხილვის მიზნით, გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოში მოქმედი გადამამუშავებელი კომპანიების მონაწილეობით.

   ღონისძიებაზე, „ვეისთლესის“ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი გულიაშვილმა 2023 წლის შედეგები წარმოადგინა. ამასთან, სასტუმრო „რუმსში“ განთავსდა „ვეისთლესის“ ელ.ნარჩენების შესაგროვებელი ყუთი.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი