მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.
„მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ამდროისთვის, ათეულობით მიმართულებით აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობა. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და დამეწყრილი მონაკვეთები ეტაპობრივად გაიხსნება“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები საკანონმდებლო ორგანოს წევრმა - ფრიდონ ფუტკარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა - ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - რენარ ბოლქვაძემ და საქართველოს პარლამეტის წევრმა - ანზორ ბოლქვაძემ დაათვალიერეს.
ფრიდონ ფუტკარაძე სტიქიური მოვლენების განვითარების დღიდან აქტიურადაა ჩართული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის მუშაობაში და ადგილზე ეცნობა არსებულ ვითარებას.