აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენს რეგიონში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებში - თხილვანასა და წონიარისში, ზვავისა და მეწყერული პროცესების განვითარების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორია.
უმაღლესი საბჭო უსამძიმრებს ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.