06 თებერვალი

     „მივესალმებით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას აჭარაში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით პირველია და რეგიონული სატრანსპორტო სისტემის შექმნას ითვალისწინებს,“ - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, “Connect Georgia-ს” პროექტის - “მდგრადი მობილობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე“ ხელმძღვანელთან, იან რიკმეიერთან და წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

     შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე, ილია ვერძაძე და ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ, აღინიშნა, რომ   “Connect Georgia” გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ტექნიკური თანამშრომლობის  კიდევ ერთი პროგრამაა ტრანსპორტისა და მობილობის სექტორში. პროექტი განხორციელდება 3 ძირითადი მიმართულებით: ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.

     როგორც პროექტის ურბანული მობილობის მრჩეველმა - ეთუნა ლომაძემ, მობილობის სპეციალისტმა - ელენე ხუნდაძემ და რეგიონული ტრანსპორტის მრჩეველმა - მერაბ სვანიძემ აღნიშნეს, დაგეგმილია რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის საპილოტე მოდელის განვითარება აჭარის მაგალითზე, ასევე მდგრადი მობილობის პროექტების შემუშავება-განხორციელება თბილისსა და ბათუმში.

      გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ახალი პროექტი -“Connect Georgia” 2023 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი