აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვაშინგტონის ოფისის პოლიტიკური პროცესებისა და არჩევნების ოფიცერს, ამბარ ზობარს და ამავე სააგენტოს საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელებს - ნინო ბუაჩიძესა და ხათუნა კუნჭულიას შეხვდნენ.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ფატი ხალვაშმა, საბჭოს წევრებმა გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცნობის პარალელურად, ისაუბრეს ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებასაც საბჭოს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებზე, ასევე საჭიროებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალთა მაქსიმალურ ჩართულობას დემოკრატიული მმართველობისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების პროცესებში.