აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომამდე, ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში ეწვივნენ და საღვთო დღესასწაული მიულოცეს.
ეპარქიიდან, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც ღამისთევის წირვას დაესწრნენ.
მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ აღავლინა.