2024 წელს საქართველო მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება - ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ. წლები და თაობები დასჭირდა ამ სანუკვარი მიზნის მიღწევას. საამაყოა, რომ ევროპამ არა მხოლოდ კარი გაუღო გამორჩეული კულტურის, მდიდარი ისტორიის, ტრადიციებისა და წარსულის მქონე ჩვენს ქვეყანას, არამედ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ ჩვენს ხალხს ამ უდიდეს გამარჯვებას და მჯერა, რომ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა საქართველოსთვის, უახლოესი პერსპექტივაა.
შობა-ახალ წელს, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა, ტრადიციულად, ოჯახში ზეიმობს. თუმცა, არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც სადღესასწაულო წუთებში, ქვეყანის სამსახურში დგანან. ჩემი პატივისცემა თითოეულ მათგანს.
2024 წელი განსაკუთრებულად მინდა მივულოცო თანამემამულეებს, რომლებიც ახლა საკუთარი ოჯახებიდან შორს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან.
შობა-ახალ წელს ვულოცავ აფხაზ და ოს ძმებს, რომლებთან ერთადაც საუკუნეების განმავლობაში ვიზიარებდით ტკივილსა და სიხარულს. მჯერა, მომავალიც ერთი გვექნება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებებს.
სიკეთე და სიხარული დაგბედებოდეთ!
დავით გაბაიძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე