„თქვენ, თავისუფლებაში დაბადებულმა თაობამ, უნდა შექმნათ ახალი პოლიტიკური კულტურა“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის - „რუსთაველის“ წევრებთან შეხვედრისას.
ღონისძიებაზე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, სტუდენტთა კითხვების შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, ვალდებულებებზე, სამართლებრივ პროცესებზე, რეგიონების როლზე, საგანმანათლებლო სფეროსა და ზოგადად, საქართველოს, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნის პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლის ინიციატივით გაიმართა.