28 დეკემბერი

     „ფასდაუდებელია თქვენი შრომა, ადამიანების ჯანმრთელობისთვის, მათი გადარჩენისთვის ყოველდღიურ ბრძოლაში“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, საკანონმდებლო ორგანოში, საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

       ილია ვერძაძემ, მედიკოსებს, საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის, დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

       ღონისძიებაზე, წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის, უმაღლესი საბჭოს სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ექიმები. მედიკოსებს დამსახურებული ჯილდოები ილია ვერძაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ და საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა - ლეილა ღოღობერიძემ გადასცეს.

      უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომიტეტთან არსებული საკოორდინაციო საბჭო  რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და ექიმებს აერთიანებს. მათთან თანამშრომლობით, კომიტეტმა არაერთი წინადადება და რეკომენდაცია მოამზადა. საბჭოს წევრებს, შეხვედრაზე, შემდგომი კონსულტაციებისთვის,  „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი გადაეცათ.