აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა, ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ გასვლით სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილა.
სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე, მარინე გვიანიძე უძღვებოდა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაცია მოისმინეს.
მამუკა თურმანიძემ, „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“ პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს შესრულებული პროექტების შესახებ ისაუბრა და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს, რომლებიც უწყების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებსა და პროექტებს შეეხებოდა.
წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.
სხდომას ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.