21 დეკემბერი

    2023 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა მიმოიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც შესაბამისი მოხსენებით ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი წარსდგა.

    ამავე სხდომაზე,  ლადო მგალობლიშვილმა, კანონმდებლებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე გამოყენების შესახებ, ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ ფრაქციების მხრიდან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

       კომიტეტის წევრებმა ორივე საკითხი ცნობად მიიღეს. 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი