უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე, მარინე გვიანიძე, ფრიდონ ფუტკარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას, რომელზეც უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიშით მინისტრი - ზაზა შავაძე წარსდგა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის, თვითმმართველობების, სამეწარმეო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მომხსენებელმა ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, სამინისტროს მომავალი წლის პრიორიტეტებსა და ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 3 273 628 ლარით გაიზარდა და16 პროგრამას მოიცავს.
შეხვედრის ბოლოს, ზაზა შავაძემ, მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
შემაჯამებელ შეხვედრაზე, დარგში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლები.