აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია ა(ა)იპ ,,ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის“ 2022 წლის და 2023 წლის 10 თვის საქმიანობის თაობაზე. სხდომაზე მოხსენება ბიზნესინკუბტორის დირექტორმა წარმოადგინა.
კახა შავაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ინკუბირებულია 64 კომპანია, რომელთაგან 3, დღეისათვის, კვლავ საქმიანობს ინკუბატორში. IT სკოლა, სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვის სექტორის ხელშეწყობა, ის მიმართულებებია, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.
დღის წესრიგის მეორე საკითხი - ,,ტურიზმის ორგანიზების შესახებ“ აჭარის კანონზე ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებით, სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა. მარინე გვიანიძის განცხადებით, ანალიზისა და მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების აუცილებლობა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხი უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.