06 დეკემბერი

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ გადამუშავებულ კანონის პროექტს და 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი 10 დეკემბრამდე განიხილავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

 საკითხი, კანონმდებლებს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინემ გვიანიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით,  კანონის პროექტი, რეგლამენტის შესაბამისად, გადაეგზავნა - უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს, ფრაქციებს, დამოუკიდებელ წევრებს, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და აუდიტის სამსახურს.

 წამყვანი კომიტეტის დასკვნის წარდგენის შემდეგ, უმაღლესი საბჭო, აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი