27 ნოემბერი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალის - „პირველი ავტოგრაფი“ დახურვის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. გამარჯვებულები ფესტივალის მთავარი პრიზით - „არლეკინით“ დაჯილდოვდნენ.

    აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზებული ფესტივალი ქალაქ ბათუმში მესამედ ჩატარდა. მასში რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში მოქმედი   თეატრალური დასები მონაწილეობდნენ. მოსწავლეების შემოქმედება საგანგებოდ შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი