27 ნოემბერი

   საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2023 წლის აჭარის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განხილვას. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

  კანონის პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტი 572 მილიონ 651 ათასი ლარით განისაზღვრება და ცვლილებები, ძირითადად,  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს ეხება.

  მომხსენებლის განმარტებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ცვლილება, ე.წ. DRG პროგრამითა და მოქალაქეთა გაზრდილი მომართვიანობითაა განპირობებული და პროექტის თანახმად,  48 მილიონ ლარს აჭარბებს. ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, იზრდება ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება და ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 25 თეთრით განისაზღვრება.

  მომხსენებელმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ  პროგრამებზე, პროექტებზე და უპასუხა წამყვანი კომიტეტის წევრთა კითხვებს.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი