19 ნოემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე, ფრიდონ ფუტკარაძე, გიორგი მანველიძე და დავით ბაციკაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს - ,,შემოდგომა ქედაში“ და ,,ქედის ღვინის ფესტივალს“ დაესწრნენ, ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

სახალხო დღესასწაული, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ახლადრეაბილიტირებულ პარკში, ტრადიციულად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. დაჯილდოვდნენ ,,საპატიო ქედელები“, გამოვლინდნენ ,,საუკეთესო მეღვინეები“, გაიმართა კულინარიული მასტერკლასები, ჯარას პრეზენტაცია, ხეზე კვეთის, ჭიბონის აწყობის, კალათების ქსოვის იმიტაციები. მოეწყო ღვინის ფოტო კუთხე, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, სამუზეუმო ექსპონანტების, საწარმოებისა და ფერმერების პროდუქციების გამოფენები, ადგილობრივი მეღვინეების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ახლადრეაბილიტირებული პარკი, სადაც სხვადასხვა გასართობი ატრაქციები, მოსასვენებელი სივრცეები და მწვანე კუთხეებია მოწყობილი.

სახალხო ზეიმი, რომლის ორგანიზატორია ქედის მუნიციპალიტეტის მერია და შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“, ადგილობრივი ინდივიდუალური შემსრულებლების, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების, მოწვეული ბენდების კონცერტით დასრულდა. 

განცხადებები

დღის წესრიგი