15 ნოემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა  კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ კანონპროექტი და ავტონომიური რესპუბლიკის 2024–2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. კანონპროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი, 700 მილიონ ლარს აჭარბებს.

კომიტეტის წევრებს, შესაბამისი მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. ისაუბრა 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პროგრამებსა და დაგეგმილ სიახლეებზე.

2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • უმაღლესი საბჭო - 7 519 300 ლარი;
  • უმაღლესი საარჩევნო კომისია - 4 097 100 ლარი;
  • მთავრობა - 5 614 200 ლარი;
  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 139 763 900 ლარი;
  • განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 132 121 800 ლარი;
  • ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 51 255 000 ლარი;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 31 044 900 ლარი;

35.8 მილიონი ლარით იზრდება მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი სპეციალური ტრანსფერის მოცულობა და 241 მილიონი იქნება.

კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტმა, მხარი დაუჭირა 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

დღესვე, კანონმდებლებმა, მოისმინეს და ცნობად მიიღეს ინფორმაცია - 2023 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვის შესახებ დასახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის  რესპუბლიკური  ბიუჯეტის შესახებ’’ კანონპროექტის თაობაზე.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი