აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აჭარაში მოღვაწე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააცნეს.
შეხვედრაზე, კანონპროექტის ინიცირების მიზეზების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია გია აბულაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტის ძირითადი პრინციპებია: საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა, გენდერული ბიუჯეტირება და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რეგიონის საჭიროებებზე ორიენტირებული საბიუჯეტო პროცესის ფორმირება, კვალიფიციური ანგარიშგების მექანიზმების დანერგვა.
აღნიშნული კანონპროექტის საჯარო განხილვისა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ხვალ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.