10 ნოემბერი

უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და ბიუჯეტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. კანონპროექტი, კანონმდებლებს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, რესპუბლიკური ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 99 მილიონ 799 ათასი ლარით იზრდება და 700 მილიონს აღემატება.

მინისტრმა ისაუბრა 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე,  მსხვილ საინვესტიციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პროგრამებსა და დაგეგმილ სიახლეებზე. მისი განცხადებით, იზრდება როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსება, ასევე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი სპეციალური ტრანსფერების მოცულობა. ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია  ტურისტული ლოკაციების - მთა ჩირუხის, გომარდულის და გოდერძის განვითარება. განხორციელდება „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი, რომლისთვისაც 17 მილიონი ლარია გამოყოფილი, გაგრძელდება სოციალური სახლების მშენებლობა, გაზიფიკაცია და სხვა.

თანამომხსენებელმა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ისაუბრა განათლების მიმართულებით განსახორციელებელ პროგრამებზე, პროექტებსა და სიახლეებზე. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 15 მილიონი ლარით და 132 მილიონს აჭარბებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია - ახალი სკოლების, ბაღების, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია, პედაგოგებისა და სტუდენტების ხელშეწყობა, სპორტული ფედერაციებისა და, კულტურული პროექტების დაფინანსების ზრდა.

სოფლის მეურნებობის სამინისტროს ბიუჯეტის პარამეტრები, კანონმდებლებს, სოფლის მეურნებობის მინიტრმა - ზაზა შავაძემ გააცნო. მისი განცხადებით, სამინისტროს მომდევნო წლის ბიუჯეტი 31 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია: სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, საოჯახო მეურნეობების განვითარება, სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია, ახალგაზრდების ხელშეწყობა, აგრომეწარმეებისა და აგროფერმერების, არასტანდარტული ციტრუსის მხარდაჭერა, მეფუტკრეობის განვითარება, ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ხელშეწყობა, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, ევროპულ სტანდართებთან შესაბამისობაში მოყვანა და სხვა.

კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტებმა, მხარი დაუჭირეს, ბიუჯეტის პროექტზე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას არსებული შენიშვნების გათვალისწინებით.

დღესვე, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მოისმინეს და ცნობად მიიღეს -  2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიმოხილვა.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი