აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი, სტრასბურგში, ევროპის საბჭოში „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში’’ მონაწილეობს.
„დემოკრატია და მშვიდობა’’ - ამ სლოგანით მიმდინარე ფორუმის მთავარი თემებია: დიალოგის ხელოვნება, კონფლიქტის გადაწყვეტის თანამედროვე მიდგომები, სოციალური თანასწორობა, მშვიდობიანი საზოგადოება და სხვა აქტუალური საკითხები.
ფორუმში, რომელიც ყოველწლიურად იმართება, მონაწილეობენ - პოლიტიკოსები, მეცნიერები, დიპლომატები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 30 ქვეყნიდან.