04 ნოემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე, მარინე გვიანიძე და ნადიმ ვარშანიძე,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აქტიური და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებას დაესწრნენ, მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს, მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

 ღონისძიებაზე, საგანმანათლებლო სფეროს განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  58 პედაგოგი დაჯილდოვდა. საჯარო სკოლების, სამუსიკო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლებს მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, ხელვაჩაურის რესურსცენტრის წარმომადგენლებმა გადასცეს.

 დაჯილდოება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად იმართება.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი