01 ნოემბერი

 ტრანსპორტელების კვირეულთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, უმაღლესი საბჭოს წევრთან-ილია ვერძაძესთან და  ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.

 „ტრანსპორტი, ნებისმიერ ქვეყანაში, ამა თუ იმ რეგიონისა და ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მოწესრიგებული ავტოტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული გადაადგილების საშუალება, არამედ ეკონომიკის ძლიერების მნიშვნელოვანი ბერკეტიცაა. ვფიქრობ, ბოლო წლებში ჩვენს ქალაქში ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ და ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება. ვულოცავ ავტოტრანსპორტელებს დღესასწაულს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში“, - აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

 ტრანსპორტელთა კვირეულის აღსანიშნავად, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 40-მდე მძღოლი და ავტოტრანსპორტის თანამშრომელი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი