აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.
საზეიმო მიღებაზე თურქეთ-საქართველოს მეგობრობის, საქმიანი ურთიერთობების, რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის მთავრობის, ბათუმის თვითმმართველობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში - რიზა ქააღან ილმაზმა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხა მხარდაჭერისა და საიუბილეო თარიღის მილოცვისათვის.