აჭარის უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევენ.
გადაწყვეტილება კანონმდებლებმა 28 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
მისი განცხადებით, შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარმოუდგინა სამეურვეო საბჭოს წევრობის 7 კანდიდატი: გიორგი კოხრეიძე, ემზარ პაქსაძე, თამარ წილოსანი, თამილა დოლიძე, მარინა გიორგაძე, ნატო ასათიანი, ფირუზ ბოლქვაძე. მათგან, პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად, ორი კანდიდატი შეირჩევა.
აჭარის უმაღლესი საბჭო, კენჭისყრიდან სამი დღის ვადაში, შერჩეულ მეურვეობის ორ კანდიდატს, დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.