27 ოქტომბერი

     ბათუმში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის გაცნობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

     ღონისძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ, ოთარ ჩახუნაშვილმა გახსნეს.

  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საჯარო და კერძო სექტორში ახალი კანონის იმპლემენტაციისათვის აუცილებელ ღონისძიებებზე, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმებზე, მონაცემთა დამუშავების წესების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებსა და მათი გამოყენების ახალ წესებზე.

    ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის ივნისში მიიღო. კანონის ძირითადი ნაწილი 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, ხოლო გარკვეული დებულებები 1 ივნისიდან შევა ძალაში.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი