26 ოქტომბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ირაკლი ჭეიშვილი, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე სესიას დაესწრო.

 24-26 ოქტომბერს გამართულ სესიაზე, ახალ პრეზიდენტად, ორწელიწადნახევრიანი მანდატით, ბელგიის წარმომადგენელი - მარკ ქულსი აირჩიეს. ასევე ჩატარდა კონგრესის პალატების პრეზიდენტებისა და მათი ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები.

 კონგრესმა, პლენარული სესიის ფარგლებში, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პოლიტიკური აქტივისტებისა და პატიმრების მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

 დღის წესრიგით გათვალისწინებულ პანელურ შეხვედრებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის გამოყენების მონიტორინგის ანგარიშები, ენერგეტიკულ ტრანზაქციაში რეგიონების როლი, მდგრადი განვითარების მიმართულებით რეგიონული გამოცდილების გაზიარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

 სესიას 40-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს ახალგაზრდული ორგანიზაციების დელეგატები დაესწრნენ, რომლებმაც დებატებში მონაწილეობის პარალელურად, კონგრესის „გაახალგაზრდავების პოლიტიკის“ საინიციატივო პროექტები წარადგინეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი