აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ, 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, შესაბამისი მოხსენებებით აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი - ჯემალ ნაკაშიძე და სატყეო სააგენტოს უფროსი - ჯუმბერ აბულაძე წარსდგნენ.
მომხსენებლებმა მათი უწყებების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე პროგრამებზე, ქვეპროგრამებზე, გამოწვევებსა და სიახლეებზე ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინეს.
სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია ცნობად მიიღეს.