26 ოქტომბერი

  აჭარის უმაღლეს საბჭოში „ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათი მართვის შესახებ“ და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ინიცირება იწყება. საკითხი  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

  მომსხენებლის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორები უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე და ლადო მგალობლიშვილი არიან, აჭარის მთავრობისა და საგზაო დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით მომზადდა.  კონსულტაციები გავლილია საქართველოს ხელისუფლების შესაბამის რგოლებთან.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

  კომიტეტის სხდომაზე  კიდევ ერთი ინიციატივა განიხილეს. რეგლამენტის პროექტი თანამდებობის პირთა ღია კენჭისრით არჩევას ითვალისწინებს, რაც აქამდე ფარული იყო. ცვლილების თანახმად, ფარული კენჭისყრით მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩევიან.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი