26 ოქტომბერი

  დაბა ჩაქვში, ციტრუსის ლოჯისტიკის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.

  აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედებული საკოორდინაციო შტაბი მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე, ცოტნე  ანანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

  საკოორდინაციო შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომელზეც ნებისმიერ მსურველი მიიღებს საჭირო ინფორმაციას. წელს საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს. ამასთან, გაორმაგდა და არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია 25-თეთრით განისაზღვრა. 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 30 თეთრი იქნება.

 

 

   

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი