22 ოქტომბერი

  შუახევის მუნიციპალიტეტში ტრადიციული დღესასწაული - „შუახევობა“ აღინიშნა.

 გამორჩეული სახალხო ზეიმი ადგილობრივებს და მათ სტუმრებს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, მაღალმთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ფრიდონ ფუტკარაძემ მიულოცეს.

 „შუახევობა -2023“ ამჯერადაც მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. სახალხო დღესასწაულისთვის, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, ეთნოკუთხეები, სამეწარმეო მარკეტი და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა მოეწყო. აქვე წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციების ამსახველი ნიმუშები, ტრადიციული კერძები. დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ „საპატიო შუახეველები“:

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ საპატიო ტიტულის მინიჭება მიულოცა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ალექსანდრე ჯიბლაძესა და გულო ფუტკარაძეს  და მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისათვის.

 სახალხო ზეიმი ვოკალური და ფოკლორული ანსამბლების კონცერტით და სხვა ღონისძიებებით გაგრძელდა, მოეწყო შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა. „შუახევობა -2023” დასკვნითი კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი