აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - "რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ დაესწრნენ.
ფორუმი, "ბათუმის ბულვარის ფესტივალის" ფარგლებში, წელს პირველად გაიმართა და სხვადასხვა თემატურ აქტივობებს მოიცავს. ღონისძიების მიზანი - ზღვისპირა პარკის ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენა, რეკრეაციული პარკების თვალსაზრისით არსებული საუკეთესო თანამედროვე მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარებაა.
კონფერენციაზე, ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ურბანული პარკების, გამწვანებისა და ლანდშაფტის დიზაინის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით პრეზენტაციები წარმოადგინეს.