ბათუმში აჭარის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდ (IFES) საქართველოს, გენდერისა და ინკლუზიის მენეჯერმა - მირანდა ტყაბლაძემ გახსნეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა და რეგიონის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დებულება შეხვედრაზე ფატი ხალვაშმა წარმოადგინა.
ღონისძიებაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, მარინე გვიანიძე, ილია ვერძაძე, დავით თედორაძე და გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარედ ფატი ხალვაში აირჩიეს, კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კომისიის დებულებას, შეიმუშავეს და განიხილეს სამოქმედო გეგმა.