აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის მოადგილე - ირაკლი ჩავლეიშვილი, აჭარის დელეგაციასთან ერთად, იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, კამპანიის რეგიონის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ლორედანა რაიას შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში, საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვასა და ამ გზაზე იტალიის მხარდაჭერაზე. ხაზი გაესვა ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებას ორი ქვეყნის დაახლოების საქმეში.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ნეაპოლის ისტორიულ ცენტრში, პალაცო ზაპატაში, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ნეაპოლის ტელემატიკა პეგასუსის უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო. აქვე გაიმართა ბათუმელი მუსიკოსების კონცერტი და მხატვრების გამოფენა.