აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, შესაბამისი მოხსენება, ცენტრის ხელმძღვანელმა - თაკო გაბაიძემ წარმოადგინა.
მომხსენებელის განცხადებით, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის კალენდარი იგეგმება ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს, ყოველწლიურად, ჩართულობის ზრდას. ცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობა შეუძლიათ, აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ, 14-დან 29 წლის ასაკის ახალგაზრდებს. ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, წლის განმავლობაში მოეწყო არაერთი შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათის ბანაკი, გაიმართა ფესტივალი, ლაშქრობა, სხვა ინტელექტუალური აქტივობები, ახალგაზრდები ჩართულები არიან საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში. აღინიშნა, რომ წელს აქტივობებში ათასობით ახალგაზრდა ჩაერთო და წლის ბოლოს მათი რიცხვი 12 ათასამდე გაიზრდება.
ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.
კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.