11 ოქტომბერი

აჭარის უმაღლეს საბჭოში თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენს - შერეფ მალქოჩს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ყურადღება გაამახვილა, ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქალთა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზე.

შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ლადო მგალობლიშვილი ესწრებოდნენ, მხარეები, სტრატეგიული, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შერეფ მალქოჩმა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს, მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს გამოცდილების გაზიარება თურქული მხარისთვის მნიშვნელოვანია.

უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრას თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, ბავშვთა დაცვის მონიტორინგის სპეციალისტები (UNICEF-ის წარმომადგენლები)  და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში - რიზა ქააღან ილმაზი ესწრებოდნენ.

 

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი