11 ოქტომბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

შესაბამისი მოხსენება, კანონმდებლებს, ცენტრის ხელმძღვანელმა - ლევან გორგილაძემ წარუდგინა. ისაუბრა  „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. მისი განცხადებით, განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და ფლობს საერთაშორისო - ISO სერთიფიკატს, გაფართოვდა კვლევის კომპონენტები,  დაინერგა კვლევის თანამედროვე მეთოდები. ცენტრი იკვლევს რძისა და ხორცის პროდუქტების, სანელებლების, სხვა სურსათის შემცველობასა და უსაფრთხოებას. სამომავლოდ, დაგეგმილია კვლევის არეალის გაფართოება სხვადასხვა მიმართულებით.

მომხსენებელმა, ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი