ბათუმში, აგროსასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების მე-11 საერთაშორისო გამოფენა - "AGRO BATUMI 2023“, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
„GEONET EXPO-ს“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე ათეულობით ქართული და უცხოური კომპანიის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინვენტარი, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, მეცხოველეობისა და სხვა პროდუქციაა წარმოდგენილი.
ორდღიანი გამოფენა, აგრობიზნესმენებს ინოვაციური ტექნოლოგების გაცნობის, საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისა და ახალი საქმიანი ურთიერთობების წამოწყების შესაძლებლობებს აძლევს.