04 ოქტომბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს, ნიკოლას სენდროვიჩს უმასპინძლა.

  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და მჭიდრო, მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ამ პროცესებში რეგიონების როლსა და ჩართულობაზე, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებაზე.

  ნიკოლას სენდროვიჩი, ბათუმში, ევროკავშირის რეგიონული ინიციატივის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ღონისძიების ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი