მაღალმთიანეთისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, ხელვაჩაურში, უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
„სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ხელვაჩაურში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დილიდან იწმინდება გზების დაზიანებული მონაკვეთები. საეჭვო ზონებიდან უსაფრთხო ადგილზე, ამ ეტაპზე, გაყვანილია 2 ოჯახი“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის - ზაზა დიასამიძის განცხადებით, უამინდობისგან გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მძიმე ტექნიკა.