30 სექტემბერი

ბათუმში, World Travel Awards-ის ევროპის გალაცერემონიაზე, „ტურიზმის ოსკარის“ 2023 წლის ნომინანტები დაჯილდოვდნენ.

პრესტიჟული ჯილდო გადაეცა აჭარას, როგორც ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებას. ტურიზმის ოსკარით ასევე, დაჯილდოვდნენ: ბათუმის ბოტანიკური ბაღი - ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში და ქალაქი ბათუმი, რომელმაც კვლავ შეინარჩუნა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული.

    საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

    „ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილი World Travel Awards-ის დაჯილდოებას საქართველომ პირველად უმასპინძლა და ღონისძიება მისი დაარსების საიუბილეო, 30-ე წელს დაემთხვა. გალაცერემონია გრანდიოზული შოუპროგრამით გაიხსნა, რომელზეც ქართული კულტურა, ხელოვნება, ტრადიციები, ისტორია და სტუმარმასპინძლობა იყო წარმოდგენილი.

   დაჯილდოების გალაცერემონიამდე ერთი დღით ადრე ბათუმმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა.