„სახალხო დღესასწაულები ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის თითოეული ხეობისა თუ სოფლის კულტურის, მისი ყოფის, ისტორიის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას“, - განაცხადა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში გამართულ ფესტივალზე - "შემოდგომა ღორჯომში".
სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობებით დატვირთულ
ღონისძიებაზე სტუმრებმა დაათვალიერეს გამოფენა, რომელზეც დეკორაციები, ტრადიციული კერძები, რეწვის ნიმუშები, ნაქსოვები, ნაქარგები, ძველი საყოფაცხოვრებო და ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საპატიო ღორჯომელების დაჯილდოება და კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.