აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვის ბიუროსთვის წარდგენას. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა, კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც მარინე გვიანიძე უძღვებოდა.
მიმოხილვა, წამყვან კომიტეტზე, ამჯერადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ორი კვარტლის მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობები 107 %-ით, გადასახდელები კი - 77 %-ით შესრულდა.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების გაცნობის შემდეგ, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე სიახლეებზე, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება.
მინისტრმა უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს.