აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ფრიდონ ფუტკარაძემ და მარინე გვიანიძემ, ხელვაჩაურის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვეს.
„აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიით მოსარგებლე სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საკონკურსო კომისიამ, ამჯერად 49 სტუდენტი შეარჩია. 2022-2023 სასწავლო წლის მაღალი სემესტრული (შეწონილი) შეფასების მქონე ახალგაზრდები 500 ლარით დაფინანსდებიან. პროგრამის ფარგლებში, ტრანსპორტირების თანხა დაუფინანსდება ერთ შშმ პირ სტუდენტს.
პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი საფეხურის, მაღალი აკადემიური შეფასების (A კატეგორია) მქონე სტუდენტების დაფინანსებას ითვალისწინებს.