აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს. სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, ჯაბა ფუტკარაძემ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, ორი კვარტლის შესრულება მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და ეს ტემპი სამომავლოდაც შენარჩუნდება. როგორც აღინიშნა, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გათვალისწინებული, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
მთავარი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს.
მიმოხილვა კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.