კომიტეტებმა ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა ცნობად მიიღეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს.
შესაბამისი მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძემ ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების გაცნობის შემდეგ, რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ორი კვარტლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, ამასთან, ზრდის ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება.
მინისტრის მიერ წარმოდგენილი მიმოხილვა, კითხვა-პასუხის შემდეგ, ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო.